აშშ-ში კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, დაკავებისას გარდაიცვალა

აშშ-ში კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც, დაკავებისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვიდეო შარშან, ოკლაჰომა-სიტიშია გადაღებული და მასზე 42 წლის დერიკ სკოტის დაკავების ფაქტია ასახული.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ მისდევს ორი პოლიციელი გაქცეულს, დაეწევა და მიწაზე აწვენს. ისმის დაკავებულის ხმა: „ვერ ვსუნთქავ“ და პოლიციელის პასუხი : „არ მაინტერესებს.“

დაკავებისას მამაკაცმა გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

მამაკაცის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ დერიკ სკოტის სიკვდილის მიზეზი ფილტვის კოლაფსი გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს