პარლამენტმა დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დისტანციური სწავლების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში შედის.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება ტერმინი - დისტანციური სწავლება. წარმოდგენილი რედაქციით, დისტანციურ სწავლებაში მოიაზრება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადი/უმაღლესი/პროფესიული განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილას მოსწავლის/სტუდენტის და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით, თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევას და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის უფლებამოსილებებს ემატება ჩანაწერი, რომ იგი ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლების, აგრეთვე ამ დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის თაობაზე, რითაც მიღწეული იქნება სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზანი. საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების ფორმით წარმართვის წესსაც მინისტრი დაამტკიცებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა