პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილების პროექტს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

ეკა ხოფერია – ჟურნალი “სითის” რედაქტორი და დამფუძნებელი; სოფო ნარჩემაშვილი – ტელეწამყვანი, ჟურნალისტი; მარიამ გოგოსაშვილი – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; თორნიკე გურული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; დავით ცხადაძე – კინოოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე; მაკო ჯაოშვილი – მართვისა და კომუნიკაციის სერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი; ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი; ანი კიკნაძე – მედია კავშირი „ობიექტივი”, საინფორმაციო სამსახურის უფროსი; გიორგი ნონიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, მოწვეული პედაგოგი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს