გლდანის ხევის N6-N6 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის ხევის N6-N6 ა კორპუსებთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიო“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 382 555 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. ამ ეტაპზე, გლდანის ხევში სულ, სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა