რომან გოცირიძე - ჩემი ინტერესის ერთადერთი სფეროა, რამდენჯერ გადაუხდის ირაკლი ღარიბაშვილი ბატონ ბიძინას მადლობას

ჩემი ინტერესის ერთადერთი სფერო არის ის, თუ რამდენჯერ გადაუხდის ირაკლი ღარიბაშვილი ბატონ ბიძინას მადლობას, - ამის შესახებ ფრაქცია" ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, '"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ სხდომას არ ესწრება, რადგან თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემები მათთვის ცნობილია და ამასთან, რურუას გათავისუფლებამდე პარტია ბოიკოტს განაგრძობს.

"ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ბოიკოტს, ვინაიდან არ შეასრულა ხელისუფლებამ შეთანხმება, კვლავ არის ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები და სანამ არ იქნება გამოშვებული გიორგი რურუა, მანამ არ ვიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვაში და მსგავს შეხვედრებში, მითუმეტეს, ეს შეხვედრა არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს ჩვენთვის, ვიცით რა თავდაცვის სისტემაში არსებული ღრმა კრიზისის შესახებ. ქვეყანა მოიცვა კორუფციამ და მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მცირდება და ამბობენ, რომ 30 მილიონის შეკვეთა ვერ შეასრულა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიმართულებით საფრანგეთის მხარემო. კი მაგრამ, 8 წელი სად იყვნენ, წლის ბოლომდე რამდენია დარჩენილი და რატომ იღებენ ამ 30 მილიონს ბიუჯეტიდან? მოშლილია თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების სისტემა და ეს სისტემა აგებულია კორუფციაზე. ჩემი ინტერესის ერთადერთი სფერო არის, რამდენჯერ გადაუხდის ის ბატონ ბიძინას მადლობას. მე ვფიქრობ, 7-ჯერ. თუ შვიდჯერ ხმამაღლა არ იტყვის, გულში იტყვის 70- ჯერ, ანუ წუთში ერთხელ,"- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა