ისრაელის საელჩომ ბავშვთა განვითარების ინსტიტუტს კვებითი თერაპიისათვის საჭირო ინვენტარი და სამაგიდო თამაშები გადასცა

ისრაელის საელჩომ საქართველოში ბავშვთა განვითარების ინსტიტუტს კვებითი თერაპიისათვის საჭირო ინვენტარი და სამაგიდო თამაშები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, ისრაელის საელჩომ კორონავირუსით გამოწვეული რთული ვითარების დროს მხარდაჭერა გაუწია ბავშთა განვითარების ინსტიტუტს (http://cdi.iliauni.edu.ge/), რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი დაწესებულებაა და ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში.

ისრაელის ელჩი რან გიდორი ინსტიტუტს ესტუმრა, სადაც მას დირექტორმა, ნინო ცინცაძემ უმასპინძლა და კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად გააცნო დაწესებულების საქმიანობა.

სტუმრობისას ინსტიტუტს ისრაელის საელჩოსგან კვებითი თერაპიისათვის საჭირო ინვენტარი და სამაგიდო თამაშები გადაეცა საჩუქრად.

შეხვედრაზე განხილულ იქნა უახლოეს მომავალში შემდგომი თანამშრომლობისა და ახალი ტრენინგების საკითხები.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის საელჩოსა და მაშავის პროგრამას (MASHAV - ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან გრძელვადიანი თანამშრომლობა აქვს. მაშავის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში იმყოფებოდნენ კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტები, რომლებმაც ინსტიტუტის თანამშრომლებსა და უნივერსიტეტის ენა-მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სალექციო კურსები ჩაუტარეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა