რომან გოცირიძე - კარგი იქნება მეუფე იაკობი ოპოზიციასაც თუ შეხვდება და მოახსენებს იმას, რაც მან ერთხელ უკვე თქვა, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა ფაქტობრივად საეკლესიო გადატრიალება

რა თქმა უნდა, კონფიდენციალური შეხვედრის შინაარსი ჩვენ არ გვეცოდინება და თუ რაიმე ინტერესი გააჩნია მეუფე იაკობს, კარგი იქნება თუ ის ოპოზიციასაც შეხვდება,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არსებულ ინფორმაციას, პარლამენტში მეუფე იაკობისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის თაობაზე.

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, საინტერესოა მეუფეს აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია აქვს მას გიორგი გახარიას სიის პირველ ნომრად შესაძლო დასახელების შესახებ, მაშინ როცა მას "რუსეთის კაცად " მოიხსენიებდა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პარლამენტში მსგავს შეხვედრებს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.

"რა თქმა უნდა, კონფიდენციალური შეხვედრის შინაარსი ჩვენ არ გვეცოდინება და თუ რაიმე ინტერესი გააჩნია მეუფე იაკობს, კარგი იქნება თუ ის ოპოზიციასაც შეხვდება და მოახსენებს იმას, რაც მან ერთხელ უკვე თქვა, რომ ქვეყანაში იგეგმებოდა ფაქტობრივად საეკლესიო გადატრიალება, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლების წამყვანი პირები, მათ შორის, გიორგი გახარია და რამდენიმე მინისტრი. ეს საკითხი არ არის დახურული. ეს არის დანაშაული და ეს ადრე თუ გვიან, იქნება გამოძიებული. ბუნებრივია, ჩვენგან პირველი კითხვა იქნებოდა ეს. შეხვედრა პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რადგან ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ორგანო და ყოველთვის ექნება ასეთ შეხვედრებს პოლიტიკური ქვეტექსტები,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მეუფე იაკობი დღეს პარლამენტში იმყოფებოდა და არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს