რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ანტიკონსტიტუციური და მლიქვნელურია

ივანიშვილი არ უნახავს წულუკიანს ოთხი თვეა, რამდენი ნიღაბიც არ უნდა გაიკეთოს და რამდენი სკაფანდრიც არ უნდა ჩაიცვას, ივანიშვილი არ შეუშვებს თავის ბუნკერში,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ თეა წუკულიანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, წულუკიანის განცხადება ანტიკონსტიტუციურია და იმის დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება" „თავის მინისტრებიან, დეპუტატებიანად წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტებს და ყურმოჭრილ მონებს".

„წულუკიანის განცხადება არის ანტიკონსტიტუციური. თურმე სახელმწიფო ინსტიტუტებზე კი არ არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარების ბედი, ან კანონის აღსრულება, არამედ არაფორმალ ადამიანზე, რომელიც არის პარტიული ლიდერი და არ არის არც ერთი სახელისუფლებო შტოს ნაწილი. ეს ანტიკონსტიტუციურიც არის, სულელურიც, მლიქვნელურიც და არის იმის დადასტურება, რომ „ქართული ოცნება" თავის მინისტრებიან, დეპუტატებიანად წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის მარიონეტებს, ყურმოჭრილ მონებს და შეჰყურებენ ერთ ადამიანს, როგორც მეფეს და როგორც ციდან მოვლენილ ფულიან კაცს. რომ შეშინდეს ივანიშვილი, მოელანდოს, რომ ვირუსი იქნება სამუდამოდ და ჩაიკეტოს თავის ბუნკერში, ასე ბუნკერიდან უნდა მართოს მესიჯებით ქვეყანა? - ვეკითხები წულუკიანს. ივანიშვილი არ უნახავს მას ოთხი თვეა, რამდენი ნიღაბიც არ უნდა გაიკეთოს და რამდენი სკაფანდრიც არ უნდა ჩაიცვას, ივანიშვილი არ შეუშვებს თავის ბუნკერში. ამიტომ ძალიან არასერიოზული განცხადებაა მისი მხრიდან,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი სტაბილურობის და ქვეყნის სუვერენობის გარანტია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს