გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის საქმეზე კი 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ჭანტურიას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის საქმეზე 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა