ევროკავშირის ჯანდაცვის საკითხების კომისარი - კოვიდ 19-სგან გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი ჯერ არ დასრულებულა

ევროკავშირის ჯანდაცვის საკითხების კომისარი სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ კოვიდ 19-სგან გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი ჯერ არ დასრულებულა და მთავრობებს მოუწოდებს, მოსახლეობის ტესტირებისა და დაავადებულების კონტაქტების დადგენის დროს სიფხიზლე გამოიჩინონ.

„ჯერ ის უკან არ მოგვიტოვებია. ფხიზლად უნდა ვიყოთ,“- განაცხადა სტელა კირიაკიდესმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების ვიდეოკონფერენციაზე, სადაც ის საფრთხეები განიხილეს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ეკონომიკისა და საზღვრების გახსნას და ბოლო დღეებში სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებს ახლავს თან.

შეგახსენებთ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ კორონავისურთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. გუშინ კი ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, 15 ივნისიდან შიდა საზღვრების გახსნის პროცესი დაიწყონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს