იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ი იქმნება

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ი იქმნება. პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე) „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ შექმნას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, „ციფრული მმართველობის სააგენტო“ მომიჯნავე ფუნქციების სსიპ-ების - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „სმართ ლოჯიქის“ გაერთიანების გზით იქმნება.

„ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მთავარი მიმართულებებია ციფრული მმართველობის განვითარება, სერვისების გაციფროვნება, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონაცემთა გაცვლის სისტემის მართვა და მათი ხელშემწყობი საკანონმდებლო, სტრატეგიული, პროცედურული ჩარჩოებისა და სტანდარტების შემუშავება.

კანონპროექტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული მმართველობის განხორციელებისას მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ელექტრონული მონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ურთიერთთავსებადობას, ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, საჯარო სექტორში არსებულ ღია მონაცემებზე ხელმისაწვდომობასა და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების პროცესის ზედამხედველობას. კანონპროექტის თანახმად, სააგენტო განახორციელებს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) მართვასა და ადმინისტრირებას, პორტალზე ახალი ელექტრონული სერვისების ინტეგრაციას; უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სამინისტროს სისტემაში არსებული მომსახურებების, მათ შორის, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურებების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობას პორტალ My.gov.ge - ის მეშვეობით.

„ციფრული მმართველობის სააგენტოს“ თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის სამინისტრო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა