სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესის დარგობრივ ასოციაციებს შეხვდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებით რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესის დარგობრივ ასოციაციებს შეხვდნენ და არსებული გამოწვევების ფონზე დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები გააცნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„სააგენტო არის მუდმივ მზადყოფნაში ითანამშრომლოს ბიზნესსექტორთან. ტურისტული სეზონისთვის უმნიშვნელოვანესია კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაც პირდაპირ კავშირშია ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვასთან,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში საკონსულტაციო შეხვედრები გამართონ. ბიზნესასოციაციებმა აღნიშნეს, რომ სექტორი მაქსიმალურად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ყველა მოთხოვნა იყოს გათვალისწინებული. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციის, რესტორატორთა ასოციაციის, სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის, გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო