დავით ჭიჭინაძე - ეს ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე

ეს ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ 1200 -ლარიანი დახმარების ფარგლებში 350 ათასი ადამიანი გამოგვიცხადა და 460 მილიონი ლარი. ჯერ ერთი, 460 მილიონი რატომ, როდესაც 420 მილიონი გამოდის და ამას გარდა, ამ ეტაპზე მხოლოდ 90 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რაც დაახლოებით 100 მილიონს ნიშნავს და საიდან ამხელა ცდომილება თავიდანვე? ან როგორ აისახება ეს ყველაფერი ახალ ბიუჯეტში? ისევ 460 მილიონია ჩადებული, თუ 100 მილიონზე არიან დასული? უამრავი კითხვაა 300 ლარიან დახმარებებზეც. მოკლედ, მთავრობას პასუხის გაცემა ძალიან მძიმე კითხვებზე მოუწევს, რადგან, ფაქტია, ეს ბიუჯეტი საარჩევნოდ უფროა ორიენტირებული, ვიდრე კრიზისის თავიდან ასაცილებლად. „ქამრების შემოჭერა“ კი, მივლინებებზე უარის თქმას კი არ ნიშნავს, სადაც ისედაც ვეღარ დადიან, „ქამრების შემოჭერა“ არის მაშინ, როდესაც ფული მიმართულია ისე, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს, რაც ამ ბიუჯეტით ნამდვილად არ ხდება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა