გიორგი ჭანტურიას ადვოკატი იარაღის ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში გამართლებულ გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იარაღის ნაწილში გაასაჩივრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა ბასილაიამ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიორგი ჭანტურიას უმძიმესი ბრალი ჰქონდა წარდგენილი, რაშიც ის გამართლდა. ბასილაიას თქმითვე, ჭანტურია იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ქონასაც არ აღიარებს.

"მოსამართლე მადონა მაისურაძემ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და გიორგი ჭანტურია უდანაშაულოდ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში. ჩვენ ამ საქმის წარმოების დაწყებისთანავე ვაცხადებდით, რომ გიორგი ჭანტურიას ეს დანაშაული ჩადენილი არ აქვს და რომ მის მიმართ ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ცდილობდა პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდების დამტკიცებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანია. ეს იყო უმძიმესი ბრალდება და ამ ბრალდებაში გიორგი ჭანტურიას გამართლება სასამართლოს მხრიდან მიღებული კანონიერი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება განაჩენის მეორე ნაწილს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას გულისხმობს, ამ ნაწილში დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარს წარადგენს. გიორგი ჭაანტურია ამ ნაწილშიც თავს უდანაშაულოდ ცნობდა, თუმცა, ამ საქმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სისხლის სამართლის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება იყო, რაშიც სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს.

ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა