გიორგი ვაშაძე - 6 თვის მანძილზე გადავადებული სესხების პროცენტი უნდა ჩამოიწეროს, ხოლო შემდეგ პერიოდში მინიმუმ უნდა განახევრდეს პროცენტი

დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც არ აქვს სესხი გამოტანილი ბანკიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა არის ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტ პროცენტს საქართველოს მოსახლეობა სესხებში იხდის, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, 3 თვიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ბანკების მოგება მის კაპიტალთან მიმართებაში არის 25%, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მეტს სწორედ ქართული ბანკები იღებენ საკუთარი კლიენტებისგან.

„უსამართლო ვითარებაა, როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 99% ღარიბდება და მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი -1%-ზე ნაკლები ყოველწლიურად მდიდრდება. დღეს საქართველოში მილიონ ოჯახზე მეტს აქვს სესხი ბანკიდან გამოტანილი. დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბიზნესი, რომელსაც არ აქვს სესხი გამოტანილი ბანკიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა არის ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტ პროცენტს საქართველოს მოსახლეობა იხდის ამ სესხებში. 3 თვის მანძილზე ჩვენ დეტალურად ვსწავლობდით თუ რა ხდება მთელს მსოფლიოში სესხებთან დაკავშირებით და დავადგინეთ, რომ ქართული ბანკების მოგება მის კაპიტალთან მიმართებაში არის 25%, მაგალითად სომხეთში არის 7% ანუ ყველაზე მეტს სწორედ ქართული ბანკები იღებენ საკუთარი კლიენტებისგან. ჩვენ მოგებასთან კი არ გვაქვს პრეტენზია, პრეტენზია გვაქვს იმ უსამართლობასთან, რაც ქვეყანაში არის. ევროპის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ თუ 15% არის სესხი წარმოუდგენელია, რომ ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს ქვეყანაში. კორონავირუსმა კი კიდევ უფრო რთულ, მძიმე და ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩავარდნენ ადამიანები, ვისაც სესხი აქვს გამოტანილი. ერთი მხრივ დაკარგეს შემოსავალი და მეორე მხრივ სასესხო ვალდებულებები კვლავ აქვს. 3 თვის მანძილზე გადავადდა სესხები, მაგრამ პროცენტი ბანკებმა მაინც დაუმატეს მსესხებლებს. კიდევ მეორე სამი თვის მანძილზე გადავადება თქვა მთავრობამ, მაგრამ რეალურად ეს გადავადება მხოლოდ ნაწილზე ვრცელდება და ყველაზე არ ვცელდება. ეს არის მართლაც უსამართლო სისტემა. ჩვენი გუნდი ვაპირებთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. მივმართავ მთავრობას, რომ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ჩვენს წინადადებაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ 6 თვის მანძილზე გადავადებული სესხების პროცენტი უნდა ჩამოიწეროს, ხოლო შემდეგ პერიოდში მინიმუმ უნდა განახევრდეს პროცენტი. მივმართავ ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს უსამართლო სისტემა აუცილებლად დავშალოთ და მოქალაქეებმა მიიღონ მეტი შემოსავალი. საქართველოში ეკონომიკა არ განვითარდება თუ ასეთი ძვირი სესხი ექნება ქართულ ეკონომიკას. ჩვენ გვემუქრება ტოტალური გაკოტრება თუ დროულად არ მოხდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მხრივ. ჩვენ გვემუქრება როგორც მოქალაქეების გაკოტრება, ასევე ბიზნესების და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა. ის რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თამაში. გამოდიან და ამბობენ: სამომავლო სესხებზე მაგალითად ტურიზმ სესხებზე ვაპირებთ სუბსიდირებასო, ბანკი კი ყველა ოფისს უგზავნის, რომ არცერთ ტურისტთან დაკავშირებული სესხი აღარ უნდა გაიცეს. გამოდიან და ამბობენ, რომ მომავალ იპოთეკურ სესხებზე იქნება სუბსიდირება 30% თუ 40%, იმიტომ, რომ ეს საკუთარი ბიზნესებია, რომლებიც ჩაუწვათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა