ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში

ისეთი ინსტიტუტების პოლიტიზირება, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, 2012 წელს დავასრულეთ. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მან სამწუხარო უწოდა გენერალ დევი ჭანკოტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს ჯარის პოლიტიზირების მცდელობა იყო. მისივე თქმით, ქართული ჯარის პოლიტიზირების მცდელობის შემთხვევაზე მისი რეაგირება უმკაცრესი იქნება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გენერალი ჭანკოტაძე სამხედრო ფორმით გამოცხადდა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ეს ჯარის პოლიტიზირების პირდაპირი მცდელობა იყო. ეს არის იმ ხელწერის და იმ პრეცედენტების გაგრძელება, რომელიც, სამწუხაროდ, მათ შექმნეს. ეს იყო ჯარის პოლიტიზირების სავალალო, საგანგაშო, შემაშფოთებელი მცდელობა. ისეთი ინსტიტუტების პოლიტიზირება, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, 2012 წელს დავასრულეთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ არ დავუშვებთ ჯარის და ჯარისკაცების პოლიტიზირებას. ჯარი არ არის არცერთი პარტიის, არცერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კუთვნილება არ არის. ჯარი არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, თითოეული ჩვენი მოქალაქის დამცველი და იმედი. აქედან გამომდინარე, გიდასტურებთ, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. აღნიშნულის შემთხვევაში, ჩემი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი, ისეთი, როგორიც კანონის თანახმად არის გაწერილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა