გიორგი გახარია - არ უნდა გვეგონოს, რომ ბრძოლა დასრულებულია და გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი

რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა ქვეყანამ პანდემია დაამარცხოს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგის შენარჩუნებას გაცილებით მეტი შრომა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება.

„არ უნდა გვეგონოს არავის, რომ ჩვენ რაღაც დავასრულეთ ან ბრძოლა დასრულებულია და გამარჯვებას მივაღწიეთ. რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, ეს ყველას უნდა გვესმოდეს. შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია. გლობალური გამოწვევაა ეს, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, ყველა ვხედავთ, რომ საქართველო არის ასე თუ ისე სიმშვიდის და მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება ახლა კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს. ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა და ყურადღება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში იმიტომ, რომ როგორც კი მოვდუნდებით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და დავრჩებით მერე ასე, შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით, როგორ დაგვემართაო. ამიტომ უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო მთავრობის ბრძოლა ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც რამეს თუ მივაღწიეთ მივაღწიეთ ერთობლივად, ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავისი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის, პირველ რიგში, გვჭირდება კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემიის გავრცელება. უნდა გვქონდეს მარტივი ფორმულა-სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო