გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები გაგიშვათ, მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა შევინარჩუნოთ აქ, რომ ის გამოცდილება, რაც მიღეს იქ, მოახმარონ ქვეყანას. ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, რომ მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო, უცხოეთიდან ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც განათლებას ევროპასა და ამერიკაში იღებდნენ.

მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მეტად განათლებული თაობა სჭირდება.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ახალგაზრდები, რომლებიც ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ, ფაქტობრივად, იყო დაგეგმილი, ერთობლივი, სპეციალური ღონისძიება ამერიკის მთავრობასთან ერთად, ჩვენს მეზობლებსაც მივეხმარეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენც, ამ ახალგაზრდებსაც, ვინც იქ განათლებას იღებდნენ, ერთი სული აქვთ, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და ასევე დაგაბრუნებთ უკან იმიტომ, რომ უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში. ამ ქვეყანას ყველაზე უფრო განათლებული ახალი თაობა სჭირდება, ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები, ყველგან - კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან აბსოლუტურად და ეს ხართ თქვენ. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოზრდილი თაობა შევინარჩუნოთ აქ, რომ ის გამოცდილება, რაც მიიღეს იქ, მოახმარონ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, რომ მიიღოთ კარგი განათლება და დაგვიბრუნდეთ რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა”, - განაცხადა გახარიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა