ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ისრაელთან მჭიდრო პარტნიორული და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ისრაელთან მჭიდრო პარტნიორული და სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს. როგორც მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო წელს საზენიტო-სარაკეტო სისტემების განახლება-გაძლიერებას გეგმავს.

„გიდასტურებთ, რომ ისრაელთან მჭიდრო პარტნიორული და სტრატეგიული თამშრომლობა გვაქვს. წელს ჩვენ ვგეგმავთ, საზენიტო-სარაკეტო სისტემების განახლება-გაძლიერებასა და მოდერნიზაციას. კითხვები ან სპეკულაციები, რომელიც შეეხებოდა იმას, რას ვაკეთებთ თუნდაც საჰაერო-თავდაცვის მიმართულებით, ეს არის კონკრეტული მაგალითი, რომ ისრაელთან თამაშრომლობის წარმატებული გამოცდილება გვაქვს და წელს სწორედ ამ საზენიტო-სარაკეტო სისტემების განახლებას ვგეგმავთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა