ირაკლი ღარიბაშვილი - რუსული ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას უდგას, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მომდინარეობს

რუსული ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები „ძირს უთხრიან სახელმწიფოს ძლიერებას“.

„ჩემს გამოსვლაში რაც უკავშირდებოდა დესტრუქციული ძალების მოქმედებას ქვეყნის შიგნით, ვგულისხმობდი „ნაციონალურ მოძრაობას“, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს და მათ ტელევიზიებს. ისინი პირდაპირ ძირს უთხრიან ჩვენს სახელმწიფო ძლიერებას და ჩვენს სახელმწიფო სტაბილურობას. რუსული ოკუპაციის შემდეგ, მთავარი საფრთხე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას უდგას, მომდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“, ამ დესტრუქციული ძალისგან. მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი რუსული ოკუპაციის შემდეგ არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებაზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეკითხვა მას არ ეკუთვნის.

„ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, ორჯერ დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი და ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა