ლევან დავითაშვილი - დარგობრივი ასოციაციების გაძლიერება და ჩართულობა მნიშვნელოვანია საქართველოში აკვაკულტურის განვითარებისათვის

ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების საკითხები და მეთევზეობის დარგში არსებული გამოწვევები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯის“ თავმჯდომარესთან, სოფიო დიასამიძესთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, აკვაკულტურის მიმართულებით გამოწვევები არსებობს, რომელთა დაძლევისთვის სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია.

„წარმოების სრული ჯაჭვის განვითარების გარეშე, ქვეყანაში მეთევზეობის დარგი ვერ გაძლიერდება. აღნიშნული მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება, ითვალისწინებს დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას, რაც სოფლის მეურნეობის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“, რომელიც შემუშავდა და პარლამენტშია წარდგენილი, სექტორში არსებულ ბევრ პრობლემას დაარეგულირებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, როგორც სოფიო დიასამიძემ აღნიშნა, ასოციაციის თევზსაშენ მეურნეობებში სრულად გამართულია ლიფსიტის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბენეფიციარი მეთევზე ფერმერებისთვის თევზის მოშენების სრული ციკლის სწავლებას. ამასთან, თევზის მეურნეობების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ლიფსიტის ხარისხიან საკვებზე და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ 65 წევრს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში თევზსაშენი მეურნეობების განვითარებას, ჯანსაღი გენეტიკის ლიფსიტის წარმოება-გამრავლებას და მეთევზე ფერმერების ცოდნის ამაღლებას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო