ბორის ჯონსონი - აბსურდი და სამარცხვინოა, რომ უინსტონ ჩერჩილის ძეგლს მოძალადე დემონსტრანტებისგან თავდასხმა ემუქრება

აბსურდი და სამარცხვინოა, რომ უინსტონ ჩერჩილის ძეგლს მოძალადე დემონსტრანტებისგან თავდასხმა ემუქრება. დიახ ის ზოგჯერ გამოხატავდა მოსაზრებებს, რომელიც მიუღებელი იყო და არის ჩვენთვის, მაგრამ ის გმირი იყო და ძეგლს იმსახურებს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ძეგლი შეფუთვის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძეგლები ქვეყნის ისტორიაა და „წარსულის შეცვლა ან ცენზურაში გატარება” შეუძლებელია.

„ეს ძეგლები ჩვენი წარსულის შესახებ გვიამბობენ, მთელი თავისი შეცდომებით. მათი ჩამონგრევა ჩვენი წარსულის შესახებ ტყუილის თქმა იქნება. წარსულის შეცვლა ან ცენზურაში გატარება შეუძლებელია,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებმა უინსტონ ჩერჩილის ძეგლზე წარწერები დატოვეს: „ის რასისტი იყო“ და „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. ლონდონის ხელისუფლებამ ანტირასისტული საპროტესტო აქციების წინ, რომელიც შაბათ-კვირისთვისაა დაგეგმილი, ჩერჩილის ძეგლის ვანდალიზმისგან დასაცავად მისი შეფუთვის გადაწყვეტილება მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს