ლევან კობერიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იმდენად დაემსგავსნენ ერთმანეთს, ერთ ბლოკად შეუძლიათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იმდენად დაემსგავსნენ ერთმანეთს, ერთ ბლოკად შეუძლიათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა , - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე 2020 წლის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და განვითარებულ მოვლენებს.

როგორც კობერიძე აცხადებს, საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა ახალი, ჯანსაღი ძალის გამოჩენაა.

„როდესაც ქვეყანაში ძალიან მალე მოდის არჩევნები, როდესაც ვიცით, რომ მმართველ გუნდს აქვს დაღმავალი რეიტინგი, როდესაც გვაქვს ორი პოლუსი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული ოცნების“, ამომრჩევლის, მოსახლეობის მოთხოვნა არის ახალი, ჯანსაღი ძალების გამოჩენა“, - აცხადებს კობერიძე.

ლევან კობერიძის თქმით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ახალი, რეალური პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელოდება.

„ამომრჩევლის დაახლოებით 60 % სწორედ ახალ არჩევანს ელოდება და ისინი მზად არიან, რომ მხარი სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს დაუჭირონ, რომლებიც არიან უკვე ველზე გამოჩენილი“ , - განაცხადა კობერიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო