გიგი უგულავა - ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ამის შესახებ უგულავამ მასთან დაკავშირებით პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„ბატონი ღარიბაშვილი კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია „ქართული ოცნების“ გუნდში. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მან აღიარა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება და სასამართლო“,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არ მოსწონს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თუ სამაგალითოდ არ დაისჯება ყველა, ვინც ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ცდილობდა, ქვეყანა წინ ვერ წავა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, ვინ გამოუშვა ციხიდან გიგი უგულავა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა მას არ ეკუთვნის და დასძინა, რომ მისი პრემიერობის დროს ეს ადამიანი ორჯერ დაიჭირეს.

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
HOUSE.GE - ახალი პლატფორმა მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის
"გალფში" საზაფხულო გათამაშება დაიწყო
WWW.TIME.GE – საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება