ადვოკატის განცხადებით, მიხეილ კალანდია სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია სააპელაციო საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც თოდუა განმარტავს, დისტანციურ რეჟიმში საქმის განხილვისას მიხეილ კალანდიას სხდომიდან ტრანსლირება ხარვეზებით მიეწოდება, ასევე სრულყოფილად ვერ აღიქვამს სხდომაზე წარმოშობილ გარემოებებს და ვერ ახორციელებს დაცვასთან სრულყოფილ კომუნიკაციას.

„ამ პოზიციის მიზეზად მიხეილ კალანდია იმ გარემოებას ასახელებს, რის საფუძველზეც მისი წარმოდგენა სხდომებზე არ ხორციელდება და მხოლოდ ონლაინ რეჟიმში სთავაზობენ ამ უფლების განხორციელებას. მსჯავრდებულმა წერილობით მოითხოვა სხდომაზე უშუალო მონაწილეობის უფლების განხორციელება, როდესაც ეს მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული, ის იძულებული გახდა ონლაინრეჟიმში მიეღო მონაწილეობა. ამ რეჟიმის შესახებ მან არაერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ მას ხარვეზებით მიეწოდება სხდომიდან ტრანსლირება, სრულყოფილად ვერ აღიქვამს სხდომაზე წარმოშობილ გარემოებებს, ვერ ახორციელებს სრულყოფილ კომუნიკაციას მის დაცვასთან და ასევე, სურს უშუალოდ იხილონ მოსამართლეებმა ის, ანუ ითხოვს, რომ უშუალოდ ჩახედონ თვალებში „ფეისბუქდამოკიდებულ“ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ მკვლელად მიჩნეულ მიხეილ კალანდიას“, - აცხადებს თოდუა.

ცნობისთვის, 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა. აღნიშნული საქმის განხილვა უკვე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს