ირაკლი ღარიბაშვილი - წინა ხელისუფლების პერიოდში გადარიცხულია 30-40-50 მილიონი ოფშორულ კომპანიებში, გაფორმებულია ფიქტიური ხელშეკრულებები X შეიარაღების შეძენის თაობაზე

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. პარლამენტარ შალვა კიკნაველიძის მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში შესყიდვებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე ყველა შესყიდვა გასაიდუმლოებული იყო.

თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართ რამდენიმე ოფშორულ კომპანიას უფიქსირდება 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება.

„გადარიცხული არის 30-40-50 მილიონი ოფშორულ კომპანიებში, გაფორმებული არის პრაქტიკულად ფიქტიური ხელშეკრულებები X შეიარაღების შეძენის თაობაზე, არც შეიარაღება არის შემოტანილი და არც ფულია დაბრუნებული. დღემდე 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ფიქსირდება ჩვენი სამინისტროს მიმართ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პროკურატურის მიერ გამოთხოვილია ინფორმაცია და მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრმა საიდუმლო ინფორმაციებზე დახურულ და შესაბამის ფორმატში საუბრისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წელს განხორციელებულ გადაუდებელ შესყიდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯამში აღნიშნული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესყიდვების საერთო ჯამური თანხა შეადგენს მილიონ ორას ოთხმოცდაექვსი ათას ლარს. მან დეპუტატებს, ასევე ღია შესყიდვების ამსახველი დოკუმენტი გააცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო