დავით ზალკალიანის განცხადებით, კონგრესმენების ანგარიშში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ჩაწერილი წინადადება არანაირ სარწმუნო წყაროს არ ეყრდნობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კატეგორიულად არ ეთანხმება 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის, იმ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, "ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული".

დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებლად მოიკვლევენ, თუ როგორ მოხვდა ეს წინადადება კონგრესმენების დოკუმენტში. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა უმთავრესია.

ზალკალიანის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა აშშ-ს ელჩის განცხადება,რომელიც აშშ-ს მთავრობას წარმოადგენს საქართველოში და მისი პოზიცია ძალიან მკაფიო იყო. მინისტრის განმარტებით, ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის.

ზალკალიანის თქმით, აშშ-ს ელჩმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები არის უმაღლეს დონეზე და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ამასთან, მინისტრის თქმით, ამავე დოკუმენტში, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, არამხოლოდ საქართველოზეა საუბარი, არამედ ყველა ძირითად მიმართულებაზე, რომელიც აშშ-სთვის აქტუალურია.

"იქ საკმაოდ ვრცელი პასაჟია დათმობილი საქართველოსთვის, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენ აუცილებლად მოვიკვლევთ, თუ როგორ მოხვდა ის ერთი წინადადება, რადგანაც საქმე გვაქვს ურთიერთგამომრიცხავ ამბავთან. როდესაც ერთი მხრივ, საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეზე და მეორე მხრივ, საუბარია ადამიანზე, რომლის მმართველობის პირობებში "ქართული ოცნება", რომლის ხელმძღვანელიც ის არის, ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ამ დონემდე მივედით", - განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ დოკუმენტში ივანიშვილთან მიმართებით ჩაწერილი წინადადება არანაირ სარწმუნო წყაროს არ ეყრდნობა.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოსთან მიმართებით თვითონ კონგრესს აქვს მიღებული მხარდამჭერი აქტი და საკანონმდებლო აქტებში ისეთი ტერმინოლოგიაა დაკავშირებული ოკუპაციასთან, რომელიც 2012 წლამდე არ ყოფილა. ამასთან, ზალკალიანის თქმით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევადია, რაც არაერთხელ დაფიქსირდა შესაბამის დოკუმენტებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა