რუსლან აბაშიძესა და კელი დეგნანს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რუსლან აბაშიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი პოზიციისა და აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. რუსლან აბაშიძემ კელი დეგნანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ელჩმა აღნიშნა, რომ COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს საქართველო ძალიან ეფექტურად უმკლავდება.

მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და საელჩოს წარმომადგენელი ქეთლინ ნათი მონაწილეობდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს