თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე იყო გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იყო ხანძრის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღიკვეთა.

ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 ჯგუფთან ერთად, იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალდა დაახლოებით 6-8 ოჯახი და მათ შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაეწევათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო