მიხეილ ხიდურელი - ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საუბარი შეეხო კონკრეტულ ჰოლანდიურ კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდნენ

დღეს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ქალბატონ მააიკე ვან კოლდამს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა მხარემ ელჩს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და ბიზნესგარემო გააცნო. ამასთანავე, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

„საუბარი შეეხო კონკრეტულ ჰოლანდიურ კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია ქალბატონი ვან კოლდამის მხარდაჭერა, რათა შევძლოთ ზემოხსენებულ კომპანიებთან გვქონდეს მუდმივი კავშირი. საელჩოს ჩართულობა დაგვეხმარება ვანახოთ პოტენციურ ინვესტორებს ის უპირატესობები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, როგორც გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, ასევე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჰოლანდიური მხარე გაეცნო მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებულ მექანიზმებს, რომლებიც შეთავაზებული იქნება არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, რათა ხელი შეეწყოს საქმიანობის გაფართოებას და ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა