თინა ხიდაშელი „სუ-25“-ების წარმოებაზე - შესაძლოა, ღარიბაშვილმა ივანიშვილი დაარწმუნოს და ფული ჩაადებინოს მსგავსი ტიპის საქმიანობაში, მაშინ შესაძლებელია, დაპირების რეალიზება - ზღაპრებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და რეალისტური ამოცანები დავისახოთ

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სუ-25-ებისა და ტყვია წამლის წარმოებას ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის ბიძინა ივანიშვილს მსგავსი ტიპის „საქმიანობაში ფულს ჩაადებინებს, სხვა ვარიანტი და შანსი აქ არ არსებობს“.

როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა, საქართველოს ყველა თავდაცვის მინისტრი, მის გარდა, თავის პირველ, მეორე ან მეხუთე გამოსვლას იწყებდნენ საუბრით, რომ, სუ-25-ების წარმოება უნდა დაეწყოთ და შემდეგ ამას ვერასოდეს აკეთებდნენ.

„მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს, ან ნებისმიერ სხვა თავდაცვის მინისტრს, რომელიც საქართველოში საავიაციო წარმოებას ააღორძინებს და გააცოცხლებს. მგონი, აქამდე უნდა მიხვედრილიყვნენ, რატომ ხდებოდა ისე, რომ მინისტრების უდიდესი უმრავლესობა ამ დაპირებით მოდიოდა და ამ დაპირების შესრულების გარეშე მიდიოდა, ისევე როგორც ტყვია-წამლის დაპირებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნოს და მას ინდივიდუალურად, როგორც ერთ ბიზნესმენს, ფული ჩაადებინოს მსგავსი ტიპის საქმიანობაში. მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამ დაპირების რეალიზება. სხვა ვარიანტი და სხვა შანსი აქ არ არსებობს. ამიტომ, მხოლოდ წარმატება მინდა ვუსურვო, მხოლოდ ბედნიერი და პირველი ვიქნები, ვინც ტაშს დაუკრავს მას ამ იდეის შესრულებაში. დამოუკიდებელი საქართველო 29 წლისაა და ვფიქრობ, იმ ასაკში შევიდა, როცა ზღაპრებისგან უნდა გავთავისუფლდეთ და რეალისტური ამოცანები დავისახოთ მიზნად“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო