თსუ-ს კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირების პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტში მყოფი პირების პირველადი ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ში განუცხადეს.

როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, კონტაქტების დადგენა კორონავირუსით ინფიცირების დადგენისთანავე მოხდა. საუბარია 12 პირზე, რომელთაც პირველადი გამოკვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ცნობისთვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს Covid-19-ით ინფიცირება 12 ივნისს დაუდგინდა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 843 შემთხვევა არის დადასტურებული, რომელთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი. გარდაიცვალა 13 პირი.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას