ემზარ კვიციანი - გადავწყვიტე დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“

გადავწყვიტე დავტოვო „პატრიოტთა ალიანსი“ , - ამის შესახებ დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში წერს.

ემზარ კვიციანის განცხადებით, ის ტოვებს ასევე საპარლამენტო ფრაქციასაც.

"ჩემო ძვირფასო პატრიოტებო! გადავწყვიტე დავტოვო პატრიოტთა ალიანსი! ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა თქვენც დალოცვილი მეყოლეთ! აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!!!" , - წერს კვიციანი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა