ირაკლი სესიაშვილი - 2012 წლამდე მილიარდ ნახევარი ფულია დაკარგული, თავდაცვის სამინისტრომ ოფშორულ ზონებში გადარიცხა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარია დაკარგული.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხა ოფშორულ ზონებში გადარიცხა და არანაირი პროდუქცია ქვეყანას ამ თანხის სანაცვლოდ არ მიუღია.

„2012 წლამდე მილიარდ ნახევარი ფულია დაკარგული. თავდაცვის სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მოსახლეობის ფული, (თავდაცვის სამინისტროს მილიარდ ნახევარზე მაქვს საუბარი), ოფშორულ ზონებში გადარიცხა. არანაირი პროდუქცია საქართველოს არ მიუღია. ეს ფული უბრალოდ დაიკარგა. ვის ჯიბეში წავიდა, საკითხავია. საუბარია 2006/2007 წლებიდან. ეს ჩემი სიტყვები არ არის და არ გეგონოთ, რომ ეს ციფრი ჰაერიდან მომაქვს. ეს არის კონტროლის პალატის ოფიციალური დასკვნა. ეს ფული არ იძებნება. ყველა ეს საქმე პროკურატურას გადაეგზავნა. სამწუხაროდ ამ ფულის ბოლო წერტილები საერთოდ არ იძებნება. პირველი წერტილები არის კაბალური ხელშეკრულებები, სადაც დებ ხელშეკრულებას, კომპანიას ეუბნები, რომ გადმოგირიცხავ ამდენ ფულს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულს, მეორე ტრანსს რომ გადმოგირიცხავ, მომაწვდი პროდუქციას, ამ მეორე ტრანსს აღარ რიცხავდნენ და ეს ფული ჩვეულებრივ იკარგებოდა. მეტიც, არსებობს საშუალება, რომ კომპანიები დაიქირავო გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ და ეს ფული მოძებნო.

2012 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, კონტროლის პალატების ხელმძღვანელი დაგხვდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო არჩეული. ჩვენ ის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი იმიტომ მოვხსენით, რომ ჩვეულებრივად ვადით იყო არჩეული და სწორედ მის მიერ ჩატარებული დასკვნის საფუძველზე მივიღეთ ეს პასუხი. ამ შემთხვევაში თორდიაზე ვსაუბრობ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა