დუნია მიატოვიჩი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც პანდემიის ფონზე უკვე გაკეთდა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მეტი თანასწორობა გვჭირდება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც პანდემიის ფონზე უკვე გაკეთდა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მეტი თანასწორობა გვჭირდება , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღნიშნა, პანდემიამ არა მხოლოდ სისუსტეები გამოააშკარავა ადამიანის უფლებების დაცვის სისტემაში, არამედ გამოავლინა მისი ყველაზე ფასეული ძალაც. „ერთერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც პანდემიის ფონზე უკვე გაკეთდა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მეტი თანასწორობა გვჭირდება. პანდემიამ არა მხოლოდ სისუსტეები გამოააშკარავა ადამიანის უფლებების დაცვის სისტემაში, არამედ გამოავლინა მისი ყველაზე ფასეული ძალაც. მოქალაქეთა ინტერესები და ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ გაიზარდა, როდესაც ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადა თავისუფლების შეზღუდვა. პანდემიას ექნება მნიშვნელოვანი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები. მათ შორის, მოიაზრება ეკონომიკური კრიზისი და მისი სოციალური საპასუხო ფაქტორები, რომლებიც ისე უნდა მოგვარდეს, რომ არ გააძლიეროს არსებული კრიზისის ისედაც უარყოფითი გავლენა ადამიანის უფლებებზე. მახარებს, რომ დღევანდელი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი აქცენტირებული იქნება ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაზე. ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყნების ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები ქმედითი და მოქნილი ინსტრუმენტია მრავალი ასეთი საკითხის ჯეროვნად მოსაგვარებლად“ , - აღნიშნა დუნია მიატოვიჩმა.

ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

დუნია მიატოვიჩმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების როლის გაძლიერებაზე .

„პანდემიას ექნება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგები, მათ შორის მოიაზრება ეკონომიკური კრიზისი და მისი სოციალური ფაქტორები, რომლებიც ისე უნდა მოგვარდეს, რომ არ გააძლიეროს არსებული კრიზისის ისედაც უარყოფითი გავლენა ადამიანის უფლებებზე,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო