ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს

პანკისის ხეობაში უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, მისი სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.

ხანგოშვილი მისი სახლის ჩხრეკას დღეს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს.

„ძალოვნები იყვნენ, უბრალოდ მოვიდნენ, დაათვალიერეს, თავიანთი საქმე გააკეთეს და წავიდნენ. თქვენი ნაცნობი ჩეჩენი დაკავებულია და ამასთან დაკავშირებით გვინდა, რომ ვნახოთო. კი ბატონო, მობრძანდით ნახეთ-მეთქი. ნახეს და წავიდნენ. ეს არის და ეს, მე მეტი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ კუთხით. ვერაფერი ნახეს, აქტი შეადგინეს და წავიდნენ“ , - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

როგორც უხუცესთა საბჭოს წევრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს დაკავებული მისი ნაცნობი იყო, რომელიც მის სახლში წინა დღეს იმყოფებოდა.

„კი ვიცნობ, ნაცნობი იყო მოდიოდა, წინა დღით იყო აქ, უბრალოდ ვისაუბრეთ, ნაცნობი იყო და წავიდა აქედან“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა