თაკო ჩარკვიანი - ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ პრაქტიკულად თავი ამოწურა

ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ პრაქტიკულად თავი ამოწურა, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის სახელით ორ მანდატზე საუბრობს, ხოლო „ძალა ერთობაშიას“ სხვა პარტიებმა ამის შესახებ არაფერი იციან, სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნია.

„ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ, რომელიც ბატონი შალვა ნათელაშვილის ოფისში პროპორციული სისტემის გამო იკრიბებოდა, პრაქტიკულად თავი ამოწურა. მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ შეკრების მიზანი შეთანხმების მიღწევა იყო, მაგრამ ახლა გაიხსნა გემოვნება და მიდის ქულებზე და კვოტებზე საუბარი. ერთ ამბავში არიან და საშინელი სანახავია ეს ყველაფერი. პირველ რიგში, დავიწყოთ იქედან, რომ როდესაც გამოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და პარტიის სახელით ორ მანდატზე საუბრობს, ხოლო „ძალა ერთობაშიას“ სხვა პარტიებმა ამის შესახებ არაფერი ვიცით, რადგან ჩვენთან საუბარი არ ყოფილა, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. აქ მთავარია ის წესდება, ის კოლეგიალობა, რომ ელემენტარულად „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ. ამ შემთხვევაში მე ჩემს მაჟორიტარობაზე არ ვამახვილებ ყურადღებას და არ ვსაუბრობ, გამორიცხეთ ეს თემა, მე უბრალოდ ვსაუბრობ, რომ ვის ჩუქნი? რას ჩუქნი? ვერ გავიგე. ვის შეუთანხმდნენ იმ ორ მანდატზე, სად არის მესამე მანდატი, რომელიც უნდა ყოფილიყო, რადგან „ძალა ერთობაშიამ“ ასე იცოდა. აქ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც მაგიდასთან უნდა განხილულიყო. ახლა არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველომ ვექტორი არ შეიცვალოს და განვითარდეს და არა ის, რომ ვიღაც უსაქმური მაჟორიტარი აღმოჩნდეს ისევ მაგიდასთან, რომელსაც საზოგადოება 30 წელია მიჩვეულია. მათი ეს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა გვცოდნოდა, უნდა განხილულიყო ეს საკითხი ჩვენთან, შესაძლოა, ამაზე თანხმდებოდა ძალა ერთობაშია. მე ვარ ახალი ტიპის პარტია შემოსული და ჩემგან სიმართლის გარდა არაფერს არ მიიღებს ხალხი“, - აცხადებს ჩარკვიანი.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა