პეკინის მთავარი საბითუმო ბაზარი შიდა გავრცელების შემთხვევების მატების გამო დაიხურა

ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში მდებარე მთავარი საბითუმო ბაზარი დროებით დახურა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ დედაქალაქში შიდა გავრცელების კიდევ 6 შემთხვევა დადასტურდა.

ჩინური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო რაც დადგინდა, რომ დაინფიცირებული პირებიდან ორი ბაზარში იმყოფებოდა.

მედიკოსები ბაზრის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირებას უტარებენ.

ცნობისათვის, ახალი შემთხვევების გამოვლენის გამო დედაქალაქის ხელისუფლებამ პირველიდან მესამე კლასამდე სკოლის მოსწავლეებისთვის ორშაბათისთვის დაგეგმილი სასწავლო პროცესის განახლება დროებით კვლავ გადადო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს