თურქეთი „ტვიტერს“ ათასობით თურქული ანგარიშის დახურვის გამო აკრიტიკებს

თურქეთი „ტვიტერს“ ათასობით თურქული ანგარიშის დახურვის გამო აკრიტიკებს და უარყოფს ბრალდებას, რომ ეს ანგარიშები ცენტრალური ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით შექმნილი „ფეიკ“ პროფილები იყვნენ.

„ამ მოქმედებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ტვიტერი“ არა სოციალური მედია კომპანია, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური მიდრეკილებების მქონე პროპაგანდისტული მანქანაა,“ - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორის ფაჰრეთინ ალთუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, ბრალდებები იმის შესახებ, რომ ამოშლილი ანგარიშები ცენტრალური ხელისუფლების მიერ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მხარდაჭრის გამოხატვის მიზნით შექმნილი „ფეიკ“ პროფილები იყვნენ, სიცრუეა.

„ტვიტერის“ გადაწყვეტილება სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებულია,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კომპანია „ტვიტერმა“ გუშინ განაცხადა, რომ 7 340 ანგარიში გააუქმა, რომლებსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სასარგებლო პოლიტიკური ნარატივების გაძლიერებისთვის იყენებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა