თორნიკე შარაშენიძე - სააკაშვილის მხრიდან ჭკვიანური თამაშია, დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიები ერთიან სიაზე არ წავლენ

არამგონია, ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო სია შედგეს, თუმცა სააკაშვილის მხრიდან ჭკვიანური თამაშია. იტყვის, რომ მე ჩემი ვცადე და სხვები არ წამოვიდნენო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი შეთავაზებას, ერთიანი სიის ფორმირების თაობაზე.

შარაშენიძის თქმით, ამ შეთავაზებას სხვა ოპოზიციური პარტიები არ დასთანხმდებიან.

„არამგონია, ეს სია შედგეს. მიშა სააკაშვილის მხრიდან წაუგებელი თამაშია. ერთიანობას სთავაზობს და ოპოზიცია თუ უარს ეტყვის, სააკაშვილი იტყვის, რომ მე ჩემი ვცადე და სხვები არ წამოვიდნენო. მიშას მხრიდან ჭკვიანური თამაშია. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიები ამაზე არ წავლენ. თუ წავლენ, ისევ ის პატარა პარტიები, რომლებიც ბოლო პერიოდში გაერთიანებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. „ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც,“ - აცხადებს სააკაშვილი.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე