დიღმის მასივის პირველ კვარტალში 3 300 კვ.მ ფართობზე სკვერი ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის პირველ კვარტალში კიდევ ერთ მოსასვენებელ სივრცეს აწყობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, დიღმის მასივის პირველის კვარტლის მეთერთმეტე კორპუსის მიმდებარედ 3 300 კვ.მ. ფართობზე ახალი სივრცე ეწყობა.

„ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი და ჩატარდება ორგანული მულჩირების სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე. აღნიშნული პროექტისთვის 268 330 ლარია გამოყოფილი. სკვერის მოწყობის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა