ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღება თელავშიც შესაძლებელია

კახეთის რეგიონში მიმდინარე მევენახეობის კადასტრის პროგრამის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის წარსადგენად მევენახეებს თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მისვლა აღარ მოუწევთ; მომსახურების მიღება ქალაქ თელავშიც შესაძლებელი გახდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური ვენახების კადასტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და სრულყოფას უზრუნველყოფს. კადასტრის პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებასა და ორგანიზებულად ჩატარებას.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები მევენახეებსა და მეღვინეებს მათთვის საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ; კომუნიკაცია გამარტივდება სააგენეტოსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელთა დიდი უმრავლესობა სწორედ კახეთის რეგიონში მდებარეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში (მისამართი: ქალაქი თელავი, ალაზნის გამზირი).

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იქნებიან ჩართული რთველის მოსამზადებელ სამუშაოებში“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა