გიორგი გახარია - 5 წელი გავიდა 13 ივნისიდან ტრაგედიიდან, მინდა მივუსამძიმრო მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო დიდი ერთიანობის დღე

პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმრო მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს იყო დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უდიდესი ერთსულოვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინეს.

„2015 წლის 13 ივნისიდან 5 წელი გავიდა უკვე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ მოქალაქეებს, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ერთიანობის დღე. ეს იყო უდიდესი სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. გამოავლინეს უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა კოვიდ19-ის გამო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო.

„დღესაც სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეპიდემია ეს არის დიდი კრიზისი, როდესაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება, ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დაღუპული ადამიანები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის გმირობა, რომლიც ჩვენმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები, ასე ყალიბდება წარმატებული და დიდი თაობები. იმედი მაქვს, ეს ის ახალგაზრდობა იყო, რომელიც სულ მალე საქართველოს ახალი რეალობის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა