გიორგი გახარია - კორონავირუსი არსად წასულა, არავის დაუმარცხებია - ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა

ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, რომ მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ზრდასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, აქ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზეა გადანაწილებული.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა, რომ მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან ერთად ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენა, მათი სწრაფი მკურნალობა და შემდგომ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას. ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, ვირუსს ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ ვუმკურნალოთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორ გამოვიძიოთ და მივაკვლიოთ პირველწყაროს და ეს არის ის ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე წარმატებულად მოვედით, მაგრამ ამასთან ერთად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე, ყველაზეა გადანაწილებული”, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არავის დაუმარცხებია, პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე, არის გადანაწილებული - პრემიერი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო