სერგი კაპანაძე - თუ ვინმეს უნდა წარმოაჩინოს, რომ ოპოზიცია ერთიანი სიით გავიდეს და ორპოლუსიანობა დაადასტუროს, ეს მცდარი ანალიზია - ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს

ახლა ნებისმიერი სხვა იდეა მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს ჩვენს საერთო პოზიციას, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სია უნდა შექმნან.

როგორც კაპანაძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის მთავარი კოზირი, ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის ჩვენებაა.

„ახლა, როცა 120/30-ზე საარჩევნო სისტემაა დღის წესრიგში და ძალიან ახლოს ვართ მაჟორიტარების შეთანხმებასთან, ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად პროპორციულ მოდელზე გადავალთ. ახლა ნებისმიერი სხვა იდეა მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს ჩვენს საერთო პოზიციას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს განცხადება, იმიტომ არ გაკეთებულა, რომ მერე საბაბად იქნას ამაზე უარი გამოყენებული, რომ მაჟორიტარების შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უარი ითქვას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის მთავარი კოზირი, როგორც 2018 წელს იყო მეორე ტურში, იქნება ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის ჩვენება. ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი ნიშნავს ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ. ივანიშვილს უნდა ასე წარმოაჩინოს, მაგრამ ეს არ არის რეალობა. პოლიტიკური სპექტრი არის მრავალპოლუსიანი, ამომრჩეველიც არის ბევრი სხვადახვა პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი. თუ ვინმეს უნდა, რომ ამ ორპოლუსიანობას ხელი შეუწყოს და წარმოაჩინოს, რომ ჩვენი ოპოზიცია ერთიანი სიით გავიდეს და დაადასტუროს ორპოლუსიანობა, ეს მცდარი ანალიზია. მიგვაჩნია, რომ ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. „ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც,“ - აცხადებს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო