გიორგი გახარია - მე, ჩემს მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში

მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერც ერთ მაგალითს, რომ მე, 12 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს უპასუხა, როდესაც მისი ქონების თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მის დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად მოყვანილი.

„თქვენ შეგიძლიათ ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერია. ვინმეს, რაიმე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ რეალურად, ეს ყველაფერი არის ჭორაობა“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ არის გიორგი ციცქიშვილი, რომელიც პრემიერის ქონების ყიდვა- გაყიდვაში ფიგურირებს, გახარიამ აღნიშნა, რომ მას 2012 წლის შემდეგ საქართველოში არაფერი შეუძენია.

„ოპოზიცია ბევრ რაღაცას ამბობს. რეალურად შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა, საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა, ამ ყველაფერს მოსდევენ. მე, საქართველოში 2012 წლის შემდეგ არ შემიძენია არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ერთი რამ მინდა გითხრათ, მე, ჩემს მეუღლესთან ერთად საკმაოდ ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვებული და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასდროს ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ მე, 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე. ასევე ჩემმა მშობლება, მაგალითად, გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში. იქ, სხვა ადამიანი იყო შემძენი. აქ, ეს ადამიანი იყო შემძენი უბრალოდ, უხერხულია, როდესაც ადამიანებს რომლებიც... როცა იყიდი, მაშინ ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი მერე ის ხდება პრობლემა“, - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დამთხვევაა თუ არა, როდესაც ნახსენებია მისი ახლობლის სიძე, გახარია პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა, ეს დამთხვევაა და აქ, ამის უკან არაფერია“. „თუ არის სადმე, რამე კანონდარღვევა, მოიტანეთ ფაქტები“, - აღნიშნა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო