ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და უწყების ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანთა დეპარტამენტიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი ოთარ ცუხიშვილი. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა