კახა კალაძე - ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა და მათ განცხადებებში ჩანს, ოპოზიციაში აშკარად დაპირისპირებაა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის განცხადების თაობაზე.

„არ ვიცი, შიგნით შეთანხმებას რამდენად მოახერხებენ, იმიტომ, რომ ბოლო დღეებიდან როგორც ირკვევა და მათ განცხადებებში ჩანს, აშკარად დაპირისპირებაა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. „ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც,“ - აცხადებს სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა