გრიგოლ გეგელია - სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობაა გამოსავალი, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ორპოლუსიანობა პრობლემაა, რომელიც ქვეყანას მოჯადოებულ წრეზე დაატარებს

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ოპოზიურ პარტიებს ერთიანი სიის შემქნისკენ მოუწოდებს.

გეგელია აცხადებს, რომ „ლელო" ორპოლუსიანობის გასამყარებლად არ შექმნილა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი და ამოცანები აქვს, ჩვენ კი ჩვენი. სააკაშვილი თვლის, რომ ორპოლუსიანობა არის საშველი და გამოსავალი. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ორპოლუსიანობა თავადაა პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოჯადოებულ წრეზე დაატარებს.

„ლელოს" არასდროს უმოქმედია სხვების მიერ დადგენილი დღის წესრიგით და არც ამჯერად იმოქმედებს ასე. ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებთან და ამომრჩევლებთან ერთად ვადგენთ ქმედების კურსს, გვაქვს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური განახლების ნათელი ხედვა და ვიბრძოლებთ შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს,"- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. „ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც,“ - აცხადებს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა