დავით ზალკალიანსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იეპე კოფადს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საუბარი ძირითადად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის თემებს დაეთმო.

„მინისტრებმა მიმოიხილეს 11 ივნისს გამართული ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ტელე-ვიდეო კონფერენცია. ორივე მხარის მიერ ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და პარტნიორობის ამბიციური მიზნების შემუშავებაში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა და იეპე კოფადმა ასევე გაცვალეს ხედვები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სახელმწიფოების მეთაურების ვიდეო-კონფერენციის დღის წესრიგის ირგვლივ, რომელიც 18 ივნისს არის დაგეგმილი. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო დანიელ კოლეგას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით ქართული მხარის პრიორიტეტები. მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალები კვლავ განაგრძობენ ადგილზე უკანონო ქმედებებს - ხელოვნური ბარიერების გავლებას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ქართულ მხარეს კოვიდ-19 შეკავებაში მიღწეული წარმატება და აღნიშნა ამ პროცესში სოლიდარობის მნიშვნელობა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დანიის ორმხრივი ურთიერთობების შესანიშნავ დინამიკას. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა იეპე კოფადს დანიის საინვესტიციო ფონდის ფარგლებში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის. საუბარი შეეხო ასევე ქვეყნების მიერ სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის ეტაპზე უსაფრთხო ტურიზმის დარგში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას, რისი მზადყოფნაც ორივე მხარემ გამოხატა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა